Monday, October 3, 2011

პროექტი: „ჩვენი მუსიკალური მატიანე“

1.      პროექტის სახელი:   
2.      პროექტის მოკლე აღწერა:  საქართველოს თითოეული კუთხის დახასიათება, გაცნობა, მოგზაურობა.
3.      პროექტის სრული აღწერა:  პროექტში მოცემულია საქართველოს კუთხეების აღწერა, როგორც, ცნობილია, საქართველო მსოფლიოში განთქმულია გეოგრაფიული მდებარეობით, თავისი ულამაზესი ბუნებით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ტრადიციებით ,  წეს–ჩვეულებებით, ცეკვებითა და მრავალხმიანი სიმღერებით.
პროექტის ფარგლებში შექმნიან ფოტოალბომს, დახატავენ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს,  შეაგროვებენ ვიდეო მასალას, ჩაიწერენ ხალხურ სიმღერებს, გააკათებენ პრეზენტაციებს.
4.      მონაწილეთა ასაკი/კლასები:11/15 წელი
5.      ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე
6.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  მასალების მოძიება ინტერნეტის, დამხმარე ლიტერატურის საშუალებით,  სხვადასხვა  კუთხეების ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის,  ტრადიციების და  ფოლკლორის საფუძვლიანი შესწავლა,  მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, ამ კუთხეებში ხალხური სიმღერის  წარმოშობისა და განვითარების ისტორიას. პარალელებს გაავლებენ დღევანდელობასთან.
მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომებს, ბლოგებს, ელექტრონული ჟურნალს და . . წარმოადგენენ  პრეზენტაციებს,
8.      სარგებელი სხვებისთვის:პრეზენტაციებისა და ბლოგების საშუალებით თანატოლებს გააცნობენ მოპოვებულ მასალას, გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებას, კომენტარებისა და ელექტრონული ფოსტით პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
9.      სამუშაო ენა:ქართული ენა
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, მუსიკა, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.